გაკვეთილებიმოსწავლეებისიახლეები

სკოლის ეზოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბინადარი

საგანი – ბუნებისმეტყველება
კლასი – 1
მასწავლებელი – მარიამ ბოლქვაძე

ბუნების გაკვეთილზე პირველკლასელებთან ერთად ნამდვილი აღმოჩენები გავაკეთეთ! საუბარი დავიწყეთ სკოლის ეზოს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ბინადარზე — ყვავზე. ტექსტი გახლავთ მარიამ წიკლაურის.
🎯 გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიცნონ სკოლის ეზოს ბინადრის (ყვავის) სხეულის აგებულება, ქცევა (ნირი) და მისი მნიშვნელობა ბუნებაში.
1. გამოწვევის ფაზა – იდუმალი ყუთი
2. ყვავის შესახებ გამოცანა, რომლითაც მიხვდნენ, რაზე იქნებოდა გაკვეთილი
3. ყვავის აგებულების გაცნობა თვალსაჩინოების გამოყენებით
4. წყვილში მუშაობა – ეკრანზე გამოსახული ნიმუშის მიხედვით ყვავის დახატვა, გაფერადება და გამოჭრა, ბოლოს კი ყველა ნამუშევარი დაფაზე დახატულ „ჯადოსნურ ტოტზე“ „განთავსება“.
ბავშვებს განუვითარდათ შემდეგი უნარები:
✅დაკვირვებისა და ანალიზის — ფრინველის გარეგნობასა და ქცევაზე დაკვირვებით;
✅ წვრილი მოტორიკა — ხატვის, გაფერადებისა და მაკრატლით გამოჭრის პროცესში;
✅შემოქმედებითი და სივრცული აზროვნება — ნიმუშის მიხედვით საკუთარი ნამუშევრის შექმნით;
✅ თანამშრომლობა — საერთო ნამუშევრის („ჯადოსნური ტოტი“) ერთობლივად აწყობით.

 

1000004404
1000004402
1000004406
1000004401
1000004405
1000004403
1000004404 1000004402 1000004406 1000004401 1000004405 1000004403