„ა“ და „ი“ ბგერები
საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი – 1
მასწავლებელი – მარიამ ბოლქვაძე
როცა სწავლა თამაშად და შემოქმედებად იქცევა🤗
დღეს საკლასო ოთახში „ა“ და „ი“ ბგერების განმტკიცებას მივუძღვენით დრო. იმისათვის, რომ ეს პროცესი მარტივი დასამახსოვრებელი და სახალისო ყოფილიყო, პატარებმა საკუთარი „ასოების სახლები“ შექმნეს📚🏠 მათ ფურცელზე სახლები დახატეს: სახურავზე ზოგმა ამაყად დაწერა „ა“, ზოგმაც – „ი“. ამის შემდეგ კი დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი – თითოეულმა სახლმა „თავისი სტუმარი“ მიიღო. ბავშვებმა სახურავზე დაწერილი ასოების მიხედვით მიახატეს ის საგნები, ცხოველები თუ სათამაშოები, რომლებიც ზუსტად ამ ბგერით იწყება. ✏️🏠
ასეთი პრაქტიკული აქტივობები ეხმარება ბავშვებს, რომ ასოები მექანიკურად კი არ დაიმახსოვრონ, არამედ რეალურ სამყაროს დაუკავშირონ და ბგერითი ანალიზი მარტივად აითვისონ.
თითოეული სახლი განსაკუთრებული და ფერადი გამოვიდა.

