გაკვეთილებისიახლეები

ციყვი ციო და სკოლის ეზოს ბინადრები (დიალოგი ყვავთან)

გაკვეთილის თემა: ციყვი ციო და სკოლის ეზოს ბინადრები (დიალოგი ყვავთან)
🎯 გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირი, გაიცნონ სკოლის ეზოს ბინადრები, გააცნობიერონ თითოეული ცოცხალი ორგანიზმის როლი და მნიშვნელობა გარემოში.
✅იცით, ვინ ავიდა სკოლის ეზოს უზარმაზარ ნაძვზე? ჩვენი პატარა მეგობარი, ციყვი ციო. ის აქ შეხვდა ყვავს, რომელმაც ხის სხვა ბინადრებიც გააცნო. ყვავმა ციოს ასწავლა – მიუხედავად იმისა, რომ იქ მცხოვრები არსებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, ყველა მათგანი ერთმანეთს უფრთხილდებოდა.
ბავშვებმა ამ საინტერესო დიალოგისა და პერსონაჟების მიხედვით შექმნეს ფერადი ნამუშევრები და ფიგურები. წარდგენისას მათი ნამუშევარი აღწერეს.
ამ აქტივობით გამოვლინდა შემდეგი:
✅ზეპირმეტყველებისა და კომუნიკაციის, შემოქმედებითი და წარმოსახვითი, დაკვირვებისა და სოციალური უნარები.
გიზიარებთ ნამუშევრებს

 

888213ef-10e3-40f9-9707-3f337ce8b3ca
8c9efad7-b62c-48f1-b799-5ea2ce239b0c
0cadf73d-cd6d-42f4-81dc-d67ecec55074
e70ce67c-cd52-4566-84a0-5273e20d54e3
888213ef-10e3-40f9-9707-3f337ce8b3ca 8c9efad7-b62c-48f1-b799-5ea2ce239b0c 0cadf73d-cd6d-42f4-81dc-d67ecec55074 e70ce67c-cd52-4566-84a0-5273e20d54e3