„ცოცხალი წრეები“ და მოძრავი „ვაგონები“
დღეს ჩემს პირველკლასელებთან მათემატიკა ნამდვილ თავგადასავლად იქცა: „ცოცხალი წრეებითა“ და მოძრავი „ვაგონებით“ შეკრების არსი თამაშ-თამაშით ავითვისეთ. ბავშვებმა დაფასთან და ფურცლებზე ჯადოსნური ნიშნები — დამატება (+) და ტოლობა 😊) აღმოაჩინეს და პირველი მათემატიკური გამოსახულებები თავად შეადგინეს. როცა სწავლა ასეთი ხალისიანია, მათემატიკა ყველას უყვარდება😍
აი დეტალურად ყველაფერი ✨💛💛
🎯მიზანი: მოსწავლეებმა თამაშისა და თვალსაჩინოებების გამოყენებით გაიგონ შეკრების არსი, ისწავლონ რაოდენობების გაერთიანება და გაეცნონ დამატებისა (+) და ტოლობის 😊) ნიშნებს.
გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა🩷 გიზიარებთ გეგმას💛
✅1) იატაკზე ცარცით დავხაზე სამი წრე. ბავშვები თავად ჩადგნენ ამ წრეებში. პირველ წრეში – 2 ბავშვი, მეორეში – 1, ხოლო მესამეში დაჯგუფდნენ. შესაბამისად, მესამე წრეში აღმოჩნდა 3 ბავშვი. მოსწავლეებმა დათვალეს და მიხვდნენ, სულ რამდენი იყვნენ მესამე წრეში🩵
✅ ვაგონებად ქცეული ბავშვები მუსიკის ფონზე დადიოდნენ საკლასო ოთახში. ერთ ვაგონში იყო 2, ხოლო მეორეში – 3 ბავშვი მუსიკის დასრულებისთანავე სამი და ორი პატარა “მატარებელი” გაერთიანდა და შეიქმნა ერთი 5 ვაგონიანი შემადგენლობა.
✅”ჯადოსნური ნიშნები” — დაფაზე წრეების, ბავშვების და ჯადოსნური ნიშნების (+ და 😊 დახმარებით „სულ ერთად“ რაოდენობის ჩაწერა და გააზრება.
✅შეჯამებისას პატარა მათემატიკოსებმა ფურცლებზე ფანქრების დალაგებითა და ნიშნების ჩაწერით დამოუკიდებლად ააწყვეს მაგალითები.
უნდა ნახოთ ეს ნამუშევრები😄

