გაკვეთილებისიახლეები

“4”

გუშინ ავხსენით ციფრი 4, ხოლო დღეს განმტკიცების მიზნით საოცარი აქტივობა შევთავაზე, რომელიც ძალიან მოეწონათ😊მათ საკუთარი ხელით შექმნეს ციფრი “4”. ულამაზესი შედეგები დადეს პატარებმა.

მიზანი: მოსწავლეებმა პრაქტიკული საქმიანობით (საძერწი მიწითა და მზესუმზირის მარცვლებით) გაიაზრონ ციფრის “4” ფორმა და განუვითარდეთ წვრილი მოტორიკა წყვილში თანამშრომლობის გზით.

მოსწავლეებმა წყვილებში გადაინაწილეს როლები (საძერწი მიწის გაშლა და მზესუმზირის ჩასმა) და ერთობლივად შექმნეს ციფრი “4”. გაკვეთილზე დროის რეგლამენტი რომ სწორად ეკონტროლებინათ, ჩავურთე countdown timer for kids. დრო თავად შეგიძლიათ, მიუთითოთ.

შედეგი: მოსწავლემ შეძლო ციფრის “4” ფორმის ამოცნობა და საკუთარი ხელით გამოსახვა (პროდუქტის შექმნა), გაიუმჯობესა წვრილი მოტორიკა და ისწავლა მეწყვილესთან ერთად ეფექტიანად მუშაობა.

 

f979c4d7-5a36-4a25-bc23-ee04f0b4fbe8
7d3ed011-c4e5-4216-bb57-e0a17b02493e
7c80296f-8272-4dee-a3f7-0c6dececdd52
0d96c8d8-d42f-4259-b9ba-038d4aa0bb67
f979c4d7-5a36-4a25-bc23-ee04f0b4fbe8 7d3ed011-c4e5-4216-bb57-e0a17b02493e 7c80296f-8272-4dee-a3f7-0c6dececdd52 0d96c8d8-d42f-4259-b9ba-038d4aa0bb67