„რიცხვების სახლები“
🎯 მიზანი – მოსწავლემ შეძლოს:
✅რიცხვების (1, 2, 3) დაკავშირება შესაბამის რაოდენობებთან, ციფრების ამოცნობა/გამოწერა და მიღებული ცოდნის რეალიზება შემოქმედები პროდუქტის („რიცხვების სახლები“) შექმნით.
✅მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ციფრი “1” აღნიშნავს 1 საგანს, “2” — ორს, ხოლო “3” — სამს.
✅ მოსწავლე დაითვალოს 3-ის ფარგლებში ობიექტები და გადაანაწილოს ისინი შესაბამის „სახლებში“.
✅ პლასტილინით ძერწვა, საგნების დაწებება/განთავსება და ციფრების გამოწერა (აღნიშნული ავითარებს ხელის ნატიფ მოტორიკას).
✅საკუთარი ნამუშევრის აღწერა მარტივი წინადადებებით („ჩემს მე-2 სახლში 2 ყვავილია“).
✅საერთო სივრცეში („რიცხვების ქალაქი“) საკუთარი პროდუქტის ინტეგრირება და თანაკლასელთა ნამუშევრების პატივისცემა.
✅ ერთმანეთს შეადაროს საგანთა ჯგუფები და რიცხვები 3-ის ფარგლებში.
✅საგნების რაოდენობის დაკავშირება შესაბამის ციფრთან.
მოსწავლეებს დავურიგე A4 ფორმატის ფურცლები, სადაც დახატული გახლდათ 3 სახლი (ნომრით 1, 2, 3).
დავალება: თითოეულ „სახლში“ უნდა დაებინავებინათ შესაბამისი რაოდენობის ნივთები/ფიგურები (პლასტილინისგან გამოძერწილი ბურთულები ან დაეხატათ რაიმე).
წყვილებში იმუშავეს და გიზიარებთ საოცარ ფოტოებს

