„მუზეუმი და ინკლუზიური განათლება“
2026 წლის 2 აპრილს პროექტის ფარგლებში „მუზეუმი და ინკლუზიური განათლება“, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის და სსიპ #8 საჯარო სკოლის ორგანიზებით მოწყობილ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მხატვრული ნამუშევრების გამოფენაში „მე, აქ ვარ“ სსიპ ქ. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლამ პირველად მიიღო მონაწილეობა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს მოსწავლეებმა:
- გაბრიელ ჭოლაძე (I კლასი) – დიდ ფორმატზე გაფერადებული ქართული ასოები, ლეგოთი აწყობილი საქართველოს დროშა;
- სასეს/დანიელ ბოდოკია (I კლასი) – ქართულ ასო-ბგერებზე შექმნილი საგნების შესატყვისი ნახატები ( ანბანის შესწავლის დასასრულს ვგეგმავთ აღნიშნული ნამუშევრების გამოყენებით წიგნის აკინძვას).
- ნინო მარტიაშვილი (IV კლასი) – მძივებით აწყობილი და ნაქსოვი სამაჯურები, სხვადასხვა ფორმის ფერადი სათამაშოები, საკიდები ( „ბრელოკები“).
- ლუკა კოკაშვილი (VI კლასი) – ნახატები (აკვარელით, ფანქრით), თექაზე ნამუშევრები.
ღონისძიებაში ჩაერთო მხარდამჭერი ჯგუფი. სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა გაერთიანებული გუნდი.
მონაწილეები :
- ხობუა ევა;
- ხობუა გაბრიელი;
- ხობუა მაქსიმე;
- ცომაია ლიზი;
- პატარაია ლოლა;
- კურტანიძე დათა;
- მოდებაძე ბარბარე;
- ცერცვაძე ემილი;
- საცერაძე ადელაინი;
- გაბუნია ნინო;
- ცხოვრებაძე ბარბარე;
- ახვლედიანი ელენე;
- ახვლედიანი ცოტნე;
- ხარბედია საბა;
- ცუცქირიძე მარიამი;
- გუმბერიძე მარიამი;
- გოჩოლეიშვილი მაშო;
- ზირაქაძე ნინო;
- ბარბაქაძე ნინო;
- მეძმარიაშვილი ნინა.
მუსიკის მასწავლებლის ეკატერინე ჯანელიძის ხელმძღვანელობით. გუნდმა შეასრულა:
- ლაზურ მოტივებზე ვარიაცია „ვარდი“;
- გურამ ბზვანელის „სამშობლო გასახარელი“.
მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის პაუზა შეავსო VIII კლასის მოსწავლე თეკლა ქარაბაკმა (დამრიგებელი ლელა გაბისონია) ხარიტონ ვარდიაშვილის ლექსით – „გაზაფხული“.
ღონისძიების მსვლელობისას ბავშვებმა, მშობლებმა, თანმხლებ პირებმა დაათვალიერეს ნამუშევრები, სამუზეუმო ექსპონატები, გამოთქვეს საკუთარი აზრი რა მოეწონათ, შეაქეს ერთმანეთი, ყურადღებით უსმენდნენ სხვადასხვა სკოლის მონაწილეებს. სპეციალურ სივრცეში იმუშავეს ბავშვებმა გამოძერწვაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა მოსწავლემ სასეს/დანიელ ბოდოკიამ, შესრულებული ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად მაყურებლებს.
სკოლები წარსდგნენ შთამბეჭდავად, მსვლელობა იყო ამაღელვებელი, მუსიკის მასწავლებლის ინიციატივით მისთვის მირთმეული ვარდების თაიგული ჩვენმა ბავშვებმა გადასცეს სხვა სკოლის მოსწავლეებს. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილემ (მოსწავლეები, მასწავლებლები, სპეცალური მასწავლებლები) მიიღო მადლობის სიგელი.

