„მოგზაურები“ — ძველი ცივილიზაციების ხელოვნება VIII-ბ კლასში
კომპლექსური დავალება: „მოგზაურები“
თემატური ბლოკი: „გარემო და ხელოვნება“
ვიზუალური ხელოვნების პედაგოგი: ს. ფერაძე
სამიზნე ჯგუფი: VIII-ბ კლასი
მიზანი:
მოსწავლეებმა გამოიკვლიონ, როგორ აისახებოდა ბუნებრივი, გეოგრაფიული, სოციალური და კულტურული გარემო სხვადასხვა ძველი ცივილიზაციის ხელოვნებაში; გააანალიზონ ხელოვნების ნიმუშების თემატიკა, მხატვრული თავისებურებები და მათი კავშირი გარემოსთან.
განხორციელებული აქტივობები:
• მოსწავლეები გადანაწილდნენ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენელ გუნდებად;
• თითოეულმა გუნდმა მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია კონკრეტული ცივილიზაციის ხელოვნების შესახებ;
• შექმნეს თემატური პანოები, რომლებიც გააფორმეს შესაბამისი გამოსახულებებითა და ვიზუალური ელემენტებით;
• მოირგეს კონკრეტული ცივილიზაციის წარმომადგენლების როლი და „მოგზაურებს“ გააცნეს საკუთარი ქვეყნის ხელოვნება;
• მოაწყვეს შემოქმედებითი პრეზენტაცია, რომლის დროსაც ცოდნა ვიზუალური და ზეპირი კომუნიკაციით წარმოადგინეს.
შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს:
• ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გააზრება;
• გარემოსა და ხელოვნებას შორის კავშირის დანახვა;
• ვიზუალური ინფორმაციის შერჩევა და კომპოზიციური ორგანიზება;
• შემოქმედებითი და მხატვრული თვითგამოხატვა;
• გუნდური თანამშრომლობა;
• პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

