“საახალწლო ლექსიკონი”
საკითხი: პაატა მამფორიას “საახალწლო ლექსიკონი” თემა: საახალწლო საგანი: ქართული ენა სამიზნე ცნება: ტექსტი (ჟანრები) კლასი: მე-2ბ დამრიგებელი/მასწავლებელი: ლალი კიკნაძე მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს პაატა მამფორიას მოთხრობა “საახალწლო ლექსიკონი”. შემდეგ იმუშავეს დედააზრზე სხვადასხვა სტრატეგიით. მთავარი იდეის დამუშავების მერე შეისწავლეს ლექსიკონი და მისი მნიშვნელობა, დააკავშირეს ის მათი წიგნის რუბრიკასთან “სიტყვის კონა”. მომდევნო ეტაპზე დაფაზე ჩამომაწერინეს ახალ წელთან დაკავშირებული სიტყვები. თითოეულმა თითო სიტყვა აიღო, დაუწერა განმარტება და მიუსადაგა შესაბამისი ნახატიც, რომელთა გამოყენებით მორთეს მასწავლებლის მიერ სიურპრიზად დახვედრებული ნაძვის ხე. ნამუშევრები გაასიტყვეს: განმარტეს სიტყვები, დაასაბუთეს მათი არჩევანი და გაიხსენეს, რას უკავშირებდნენ ამ სიტყვას, ანუ შეასრულეს თემასთან დაკავშირებული კომპლექსური დავალება სრულყოფილად. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა მიაღწიეს შემდეგს: შედეგი: (I).1,2,3,4,5,6,14,15)