გაკვეთილებიმოსწავლეებისიახლეები

„მეტია, ნაკლებია, ტოლია“ და „მათემატიკური ბაღი“ — სახალისო მათემატიკა I კლასში

საგანი: მათემატიკა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე
საკითხი: „მეტია, ნაკლებია, ტოლია“

მათემატიკის გაკვეთილი თემაზე „მეტია, ნაკლებია, ტოლია“ განსაკუთრებულად სახალისო, დინამიკური და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული აღმოჩნდა.

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ საგნების რაოდენობების შედარება, ცნებების („მეტია“, „ნაკლებია“, „ტოლია“) გააზრება და შესაბამისი მათემატიკური ნიშნების პრაქტიკულ კონტექსტში გააზრებულად გამოყენება.

საგაკვეთილო პროცესი მიმართული იყო აქტიური სწავლებისა და თვალსაჩინოებისკენ და სამ ლოგიკურ ეტაპად წარიმართა:

• I ეტაპი — გამოწვევა და მოტივაცია: გაკვეთილის დასაწყისში კლასში „უცნაური სტუმარი“ გვესტუმრა — ტკბილეულზე უზომოდ შეყვარებული ნიანგი. მოსწავლეებმა ერთობლივად შეადარეს ტკბილეულის რაოდენობა, დაადგინეს, სად უფრო მეტი ან ნაკლები იყო, რის საფუძველზეც მარტივად აითვისეს ნიშნების მიმართულების ლოგიკა და შესაბამისი ნიშანიც დასვეს;
• II ეტაპი — ზეპირი თამაში: თეორიული ცოდნის განსამტკიცებლად და ყურადღების მოსამობილიზებლად ჩატარდა დინამიკური ზეპირი თამაში, რომელმაც მთელი კლასი მაქსიმალურად ჩართო;
• III ეტაპი — პროდუქტის შექმნა: საგაკვეთილო პროცესი კულმინაციით — „მათემატიკური ბაღის“ შექმნით — დავასრულეთ. მოსწავლეებმა ფურცელზე დახატეს ბაღი, სადაც სხვადასხვა რაოდენობის საგნები განათავსეს. საბოლოო ეტაპზე კი დამოუკიდებლად შეადარეს მიღებული ოდენობები და რიცხვებისა და მათემატიკური ნიშნების საშუალებით გააფორმეს თავიანთი ნამუშევრები.

სიამაყით გიზიარებთ ჩვენი პირველკლასელების ნამუშევრებს!

1000004437
1000004440
1000004438
1000004439
1000004436
1000004437 1000004440 1000004438 1000004439 1000004436