„Let’s Make English Tea!“ — სახალისო აქტივობა III-ბ კლასში
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: III-ბ
პედაგოგი: ლია იმედაძე
მე-14 საჯარო სკოლის III-ბ კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის, ლია იმედაძის, ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო და სახალისო აქტივობა — „Let’s Make English Tea!“.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინგლისური ჩაის ტრადიციას; მათ შეისწავლეს ახალი სიტყვები და ფრაზები, გაითამაშეს დიალოგები და პრაქტიკულად მოამზადეს ინგლისელებისთვის საყვარელი რძიანი ჩაი.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
სწავლა, თამაში და ახალი გამოცდილება ერთ ფინჯან ჩაისთან ერთად!

