„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ — კითხვის დღეები IV-ბ კლასში
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ზღაპრები, მულტფილმები და ფერადი ნახატებით გაფორმებული წიგნები.
10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით IV-ბ კლასში ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის, ცნობილი ზღაპრის — „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ — კითხვის დღეები გაიმართა.
ამ დღეებთან დაკავშირებით ჩატარდა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები ალისასთან ერთად აღმოჩნდნენ საოცრებათა ქვეყანაში:
• მოეწყო სახალისო ინტელექტუალური თამაში, სადაც ბავშვები პერსონაჟებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდნენ;
• მოსწავლეებმა გააფერადეს საყვარელი პერსონაჟები და მოეწყო ანიმაციის ჩვენება;
• ბოლოს ზღაპრის მიხედვით შექმნეს კომიქსები და მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა.
ეს დღეები სავსე იყო მხიარულებით, აღმოჩენებითა და დადებითი ემოციებით!

