ბრჭყვიალა ციფრი „6“ და რიცხვის შემადგენლობა — სენსორული მათემატიკა I კლასში
საგანი: მათემატიკა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე
დღეს ჩვენს კლასში განსაკუთრებული და სახალისო დღე გვქონდა — პატარებმა ციფრი „6“ პრაქტიკული, შემოქმედებითი და სენსორული აქტივობით შეიმეცნეს.
სასწავლო პროცესი მხოლოდ თეორია არ არის; ესაა ძიება, შეხება, შემოქმედება და აღმოჩენა. ბავშვებმა თავად გააბრწყინეს და ხალისით შექმნეს ციფრი 6, რასაც ახალი ცოდნის გამყარება და მათემატიკური აზროვნების განვითარება მოჰყვა:
• პატარებმა მკაფიოდ აღიქვეს ციფრი 6-ის ფორმა და მისი გრაფიკული გამოსახულება;
• წებოს გამოყენებით, ბრჭყვიალების დაყრითა და დეტალების ფრთხილად დამუშავებით განვითარდა თითების კუნთები, ხელისა და თვალის კოორდინაცია;
• პრაქტიკული მაგალითით — 5 ყვითელი და 1 წითელი ბრჭყვიალა ელემენტით — ბავშვებმა თვალსაჩინოდ დაინახეს და ააწყვეს რიცხვი 6-ის შემადგენლობა, იქვე მიაწერეს კიდეც შესაბამისი მათემატიკური მაგალითი.
ამ აქტივობით განვითარდა:
• სენსორული შეგრძნებები, რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციის განმტკიცებას;
• წვრილი მოტორიკა და კონცენტრაცია;
• ანალიტიკური და მათემატიკური უნარები.

