„მასწავლებელო, ნული არაფერია?!“ — ციფრი „0“-ის აღმოჩენა I კლასში
საგანი: მათემატიკა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე
საკითხი: ციფრი „0“
გაკვეთილის მიზანი:
• მოსწავლემ შეძლოს ცნება „ნულის“ არსის გააზრება და მისი დაკავშირება წინარე ცოდნასთან (შეკრება-გამოკლება);
• პრაქტიკული, მრავალფუნქციური აქტივობების (ვიზუალური აღქმა, პლასტელინით ძერწვა, სივრცული მოძრაობა ჰაერში და გრაფიკული გამოსახვა) მეშვეობით აბსტრაქტული მათემატიკური ცნების კონკრეტულ, ხელშესახებ რეალობასთან დაკავშირება და იმის გაცნობიერება, რომ „ნული“ ნიშნავს „არაფერს“.
„მასწავლებელო, ნული არაფერია?!“ — სწორედ ამ აღმოჩენით დავიწყეთ დღევანდელი გაკვეთილი!
იმისათვის, რომ ეს რთული, აბსტრაქტული ცნება ბავშვებისთვის გასაგები და ცოცხალი გამხდარიყო, ციფრი „0“-ის შესწავლა მრავალფეროვანი ნაბიჯებით წარვმართეთ:
• წინარე ცოდნის გააქტიურება: შეკრება-გამოკლების ცნებებზე დაყრდნობით გავიაზრეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც საგანი აღარ რჩება;
• რეალობასთან დაკავშირება: ბავშვებმა ნული მყისიერად დაუკავშირეს ყოველდღიურ გარემოს — ის ვიზუალურად მიამსგავსეს მზეს, საბურავს, ბურთსა და მრგვალ „ბუბლიკს“;
• მრავალფეროვანი პრაქტიკა: ვნახეთ ვიზუალური პრეზენტაცია, გამოვძერწეთ პლასტელინით, მოვხაზეთ ჰაერში და ბოლოს დაფაზეც დავწერეთ.
სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ ეუფლებიან პატარები ცოდნას თავად და როგორ იქცევა თითოეული ციფრი მათთვის ნამდვილ აღმოჩენად!
გიზიარებთ ჩვენი პატარების ნამუშევრებს.

