წიგნის საჯაროდ კითხვის დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება/გაზიარება. დევიზი გახლავთ: “იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა 27 თებერვალს ამავე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. დევიზად აირჩიეს “წამიკითხე შენი ზღაპარი”. მართლაც, მათ ამ დღემდე იშრომეს, შექმნეს მოთხრობები და ზღაპრები, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი წიგნად აკინძეს: გაუკეთეს სარჩევი, ყდა, დააწერეს სათაური და გახდნენ პატარა, ახალბედა ავტორები, 27 თებერვალს კი ერთმანეთს წაუკითხეს მათი წიგნებიდან თითო ზღაპარი. შემდეგ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკის რესურსითაც ესარგებლათ და ხელმძღვანელთან ერთად დაამუშავეს რამდენიმე მოთხრობა. საბოლოოდ მათი ინტერესის სფერო ამაღლდა ამ კუთხით – თავადვე ამბობდნენ: “მასწავლებელო, კიდევ წავიკითხოთ”, “კიდევ ხომ ამოვალთ აქ და წავიკითხავთ რაიმეს?”. შედეგი გახლდათ მათი ბედნიერი სახეები და კითხვის დაუოკებელი სურვილი.