“ჩემი ოცნების ქალაქი“
საგანი: ქართული ენა
კლასი: II
პედაგოგი: ია მელიქაძე
თემა: “ჩემი ოცნების ქალაქი“
“თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“ მიხედვით მიზანი: ბავშვებმა გააცნობიერონ 1) რა არის მათთვის მნიშვნელოვანი: მეგობრობა, პატივისცემა, უსაფრთხოება. 2) რატომ სჭირდება ქალაქს წესები? გაკვეთილის აღწერა: გაკვეთილი დაიწყო თომასა და მისი მეგობრების ისტორიის განხილვით. ხაზი გაესვა იმას, რომ თომას ქალაქი არ იყო მხოლოდ შენობები, ის იყო იდეა, სადაც ცუდი სიტყვები არ არსებობდა, ტკბილეული ორი კეთილი სიტყვა ღირდა და ა.შ. ამის შემდეგ თითოეულმა ბავშვმა „არქიტექტორის“ როლი მოირგო და დახატა საკუთარი ქალაქის. ნახატებს თან დაურთეს „ქალაქის კონსტიტუცია“ — 3-5 მთავარი წესი, რომელიც მათ ქალაქში ცხოვრებას სასიამოვნოს გახდიდა. შედეგი: გაიზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა წესების მიმართ, რადგან მათ თავადვე შექმნეს ისინი.

