გაკვეთილებიმოსწავლეებისიახლეები

„პატარა თითების დიდი ვარჯიში“ — წვრილი მოტორიკის განვითარება I კლასში

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე

ჩვენს კლასში პატარა თითების დიდი ვარჯიშის დღე გვქონდა!

სანამ ბავშვი კალმის სწორად ჭერასა და წერას დაიწყებს, მის თითებსა და მაჯას სათანადო მომზადება და გაძლიერება სჭირდება. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე მთლიანად ნატიფი (წვრილი) მოტორიკის განვითარებას დავუთმეთ:

• პირველ რიგში, გამოვიყენეთ ტექსტი „ბელები ქალაქში“ და მოვაწყვეთ თითების თეატრი: ზღაპრის მიხედვით გავაცოცხლეთ პერსონაჟები — თითებით „ვიარეთ“, „გადავკოტრიალდით“, ვითამაშეთ. ამით ორივე ხელის თითები და მაჯა კარგად გავახურეთ;
• A4 ფორმატის ქაღალდის ნახევარი ბავშვებმა ცისფრად გააფერადეს და ხელით სხვადასხვა ზომის ნაკუწებად დახიეს. ამ ნაკუწების დაწებებით ულამაზესი ღრუბლები გამოგვივიდა (ქაღალდის დახევა თითების კუნთების გაძლიერების საუკეთესო საშუალებაა);
• პლასტელინით ძერწვა: პლასტელინი ჯერ ხელისგულებით გავათბეთ, შემდეგ კი მისგან გავაკეთეთ „ძაფები“, ტალღოვანი ხაზები და წრეები.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო:
თამაშისა და შემოქმედების პროცესში ბავშვებს გაეძლიერებინათ თითების, მტევნისა და მაჯის კუნთები, განევითარებინათ მოძრაობის კოორდინაცია და ხელი მოემზადებინათ წერის პროცესისთვის — დაძაბულობისა და დაღლის გარეშე.

პროცესმა ძალიან მხიარულად ჩაიარა, შედეგად კი ეს ულამაზესი ნამუშევრები დაგვრჩა! მსგავს სავარჯიშოებს თითქმის ყველა გაკვეთილზე ვაკეთებთ.

გიზიარებთ ჩვენი პატარების ნამუშევრებს!

 

1000004409
1000004410
1000004407
1000004408
1000004411
1000004409 1000004410 1000004407 1000004408 1000004411