ჩემი გენეალოგიური ხე“ — V კლასელების შემოქმედებითი პროექტი გერმანულ ენაში
საგანი: გერმანული ენა
პედაგოგი: ნანა დავითულიანი
სამიზნე ჯგუფი: V-ა და V-ბ კლასები
სახელმძღვანელო: „Wir neu“
თემა / პროექტი: „ჩემი გენეალოგიური ხე“ (Mein Stammbaum)
პროექტის მიმოხილვა და მიზნები:
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს შემოქმედებით-საგნობრივი პროექტი თემაზე — „ჩემი გენეალოგიური ხე“ (Mein Stammbaum), რომლის მიზანიც იყო ეროვნული სასწავლო სტანდარტით გათვალისწინებული ენობრივი კომპეტენციების გაღრმავება, ლექსიკური მარაგის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ოჯახის წევრების აღმნიშვნელი გერმანული ლექსიკა, კუთვნილებითი ნაცვალსახელები (mein/meine) და მარტივი წინადადებების კონსტრუქციები (Das ist… / Das sind…). ენობრივი ცოდნის პარალელურად, მათ საკუთარი ფანტაზიითა და მხატვრული ხედვით გააცოცხლეს საკუთარი ოჯახის ისტორია და შექმნეს ვიზუალურად მდიდარი გენეალოგიური ხეები.
შედეგად მოსწავლეებმა:
• პრაქტიკულად გამოიყენეს შესწავლილი ენობრივი კონსტრუქციები: თავისუფლად წარადგინეს ოჯახის წევრები გერმანულ ენაზე, სწორად გამოიყენეს შესაბამისი გრამატიკული ფორმები და ლექსიკა;
• აღმოაჩინეს ვიზუალური და შემოქმედებითი გამოსახვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები: ოსტატურად შეუხამეს ერთმანეთს ფერები, ფორმები და კომპოზიციური ელემენტები გენეალოგიური ხის დიზაინის შექმნისას;
• განავითარეს დაკვირვების, წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები: თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალური შტრიხებითა და ორიგინალური დეტალებით გადმოსცა საკუთარი ოჯახური ისტორია;
• შეძლეს სხვადასხვა მასალისა და მხატვრული ხერხების სინთეზი: ნამუშევრების შესაქმნელად გამოიყენეს ნახატები, ფოტომასალა, ფერადი ქაღალდები და დეკორატიული ელემენტები;
• გამოავლინეს ინდივიდუალური ხედვა და პრეზენტაციის უნარი: საკუთარი იდეები არა მხოლოდ ვიზუალურად გამოსახეს, არამედ გერმანულ ენაზე ზეპირადაც წარუდგინეს თანაკლასელებს;
• გაიუმჯობესეს პროექტზე მუშაობის, დაგეგმვისა და პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები.

