გაკვეთილებისიახლეები

„მოსაუბრე იაკობ გოგებაშვილი“ და დიდი სიმბოლური წიგნი — იაკობის დღე I კლასში

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე

როგორ გავაცნოთ პირველკლასელებს ადამიანი, რომელმაც ბავშვებს ქართული წიგნიერების გზა გაუკვალა, როცა თავად ჯერ კიდევ წინასაანბანო პერიოდში არიან? პასუხი მარტივია — სიყვარულით, საინტერესო აქტივობებითა და ბავშვების თვალით დანახული სამყაროთი.

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე ჩვენს კლასში განსაკუთრებულ თავგადასავლად იქცა. თავდაპირველად მოსწავლეები მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას პრეზენტაციის საშუალებით გაეცნენ. შემდეგ კი მათ ნამდვილი სიურპრიზი ელოდათ — „მოსაუბრე იაკობ გოგებაშვილი“, რომელმაც ბავშვებთან შეხვედრა კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახადა.

გაცნობისა და საუბრის შემდეგ პატარა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, იაკობისთვის საკუთარი ხელით შეექმნათ საჩუქარი — დიდი, სიმბოლური წიგნი, რომელიც მათ გულწრფელ ემოციებს გამოხატავდა. ბავშვებმა ჯერ იმაზე ისაუბრეს, თუ რას სწავლობენ სკოლაში, რა მოსწონთ ყველაზე მეტად, რას გაუზიარებდნენ საყვარელ მასწავლებელს და რისთვის ეტყოდნენ მას მადლობას.

რადგან პატარებს ჯერ წერა-კითხვა არ დაუწყიათ, საკუთარი სათქმელი ნახატებით გადმოსცეს — თითოეულმა მათგანმა ფურცელზე თავისი ემოცია, ფიქრი და მადლიერება ასახა. ასე შეიქმნა განსაკუთრებული საჩუქარი — ბავშვების ფერადი ნახატებით გაცოცხლებული დიდი წიგნი.

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღნიშვნა ჩვენთვის მხოლოდ ისტორიული პიროვნების გაცნობა არ ყოფილა; ეს იყო შესაძლებლობა, ბავშვებს სახალისო და შემოქმედებითი გზით გაეაზრებინათ მასწავლებლისა და მადლიერების უდიდესი მნიშვნელობა.

გიზიარებთ ჩვენი პატარების ნამუშევრებს!

1000004422
1000004421
1000004424
1000004425
1000004423
1000004426
1000004422 1000004421 1000004424 1000004425 1000004423 1000004426