გაკვეთილებიმოსწავლეებისიახლეები

კოსმოსური მოგზაურობა და 5-ის შემადგენლობა — სახალისო მათემატიკა I კლასში

საგანი: მათემატიკა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე

ჩვენს საკლასო ოთახში ნამდვილი კოსმოსური თავგადასავალი გვქონდა! ჩვეულებისამებრ, გიზიარებთ ჩვენი პატარების ემოციებსა და აქტივობებს.

გაკვეთილის მიზნები:
• რიცხვების უკუთვლა: 5-დან 1-მდე უკუღმა დათვლა (5, 4, 3, 2, 1);
• 5-მდე შევსება: იმის გააზრება, თუ რამდენი აკლია მოცემულ რაოდენობას 5-მდე (მაგალითად: 3-ს კიდევ 2 სჭირდება, რომ 5 გახდეს);
• ხალისით სწავლა: თამაშისა და „რაკეტის გაშვების“ მეშვეობით მათემატიკური უნარების განვითარება.

გაკვეთილის აღწერა:
დღეს გადავწყვიტეთ, დიდი რაკეტით კოსმოსში გავფრენილიყავით!

• მზადება და შევსება (5-მდე მიყვანა): იმისათვის, რომ რაკეტა გაფრინდეს, საწვავის სრული ავზია საჭირო (ანუ 5 ერთეული). მოსწავლეებთან ერთად ვამოწმებდით ავზს: თუ გვქონდა 2 ბურთულა, ვმსჯელობდით, კიდევ რამდენი აკლდებოდა 5-მდე (3-ის დამატება) და ა.შ.;
• უკუთვლა და სტარტი: როდესაც 5-ვე ნაწილი შეივსო, დაიწყო ყველაზე საინტერესო ეტაპი — სტარტის ათვლა! მთელი კლასი ერთად ითვლიდა უკუღმა: „5, 4, 3, 2, 1… სტარტი!“ და რაკეტაც გაფრინდა კოსმოსში.

რაკეტები ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს, ქვედა მხარეს კი, ალის ნაცვლად, 5-ის შემადგენლობის კომბინაციები ჩამოუშვეს.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან (ესგ):
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
• პირდაპირი და უკუღმა თვლა: მოსწავლეს შეუძლია რიცხვების დასახელება როგორც ზრდადობით, ისე კლებადობით (უკუთვლა 5-ის ფარგლებში);
• რაოდენობების შედარება და შემადგენლობა: მოსწავლე იაზრებს 5-ის შემადგენლობას (როგორ მიიღება 5 სხვადასხვა წყვილისგან: 4+1, 3+2) და შეუძლია დაკლებული რაოდენობის შევსება;
• თვალსაჩინოების გამოყენება: მათემატიკური ცნებების გააზრება რეალური თვალსაჩინოებებისა და როლური თამაშის მეშვეობით.

1000004414
1000004418
1000004413
1000004416
1000004417
1000004412
1000004415
1000004414 1000004418 1000004413 1000004416 1000004417 1000004412 1000004415