უილიამ შექსპირის საიუბილეო კვირეული
მე 14 საჯარო სკოლის მე-8-გ კლასის მოსწავლეები ლედი ჩანქსელიანი და ნინი ხარაიშვილი ( მასწ. ნინო რანდელაკი, დამრ. ქეთევან ამბროლაძე) ჩართულნი არიან აკ.წერეთლის სახ.უნივერსიტეტის უცხოური ენების დეპატრამენტის მიერ ინიცირებულ მოსაწვლეთა და სტუდენტთა კვირეულში, რომელიც ეძღვნება დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის ცხოვრებას და შემოქმედებას. ლედი ჩანქსელიანი მონაწილეობას იღებს მოსწავლეთა კონფერენციაში. მისი საკონფერენციო თემაა” Early years of of William Shakespeare “ (უილიამ შექსპირის ცხოვრების და შემოქმედების ადრინდელი ხანა). მას დახმარება უწევს კვირეულის ორგანიზატორები და მისი პედაგოგი ნ. კანდელაკი, ხოლო ნინი ხარაიშვილი ამ ღონისძიებაში არის ჩართული საკუთარი ნახატების წარდგენით. მან შეასრულა უილიამ შექსპირის პორტრეტი და აგრეთვე ამ დიდი დრამატურგის ცენტრალური ტრაგედიის გმირების რომეოსა და ჯულიეტას პორტრეტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ ღონისძიებაში მონაწილეებს შორის ყველაზე უმცროსები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ სკოლასა და საკუთარ თავს. ამ კვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიწვიეს მესხიშვილის სახელობის დარამატულ თეატრში, ხელოვანმცოდნე დოდო ხურცილავას ლექციაზე თემაზე ”შექსპირი სცენაზე”. ასევე მოსწავლეები დაესწრებიან სპექტაკლ ”მაკბეტს” , რომლებსაც წარადგენენ ნორჩ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. ლედი ჩანქსელიანი და სკოლა დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.