„დროის ფასი“ — როლური თამაში III კლასში
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: III
პედაგოგი: ხათუნა გვიშიანი
მესამე კლასში შევისწავლეთ მოთხრობა „დროის ფასი“, რომლის მთავარი სათქმელი დროის სწორად გამოყენების, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობაა.
შესწავლილი ნაწარმოების უკეთ გააზრებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, მოსწავლეებმა მოთხრობა როლური თამაშის ფორმით წარმოადგინეს. ბავშვებმა დიდი მონდომებით მოირგეს ჭრიჭინას, ციყვის, თაგვისა და ავტორის როლები და შესაბამისი სამოსითა და განწყობით გააცოცხლეს ნაწარმოების პერსონაჟები.
აქტივობის მიზანი:
• მხატვრული ტექსტის გააზრება და მთავარი სათქმელის ამოცნობა;
• დროის მნიშვნელობისა და მისი გონივრულად გამოყენების გააზრება;
• მეტყველების, გამომსახველობითი კითხვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
• თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის კულტურის ჩამოყალიბება;
• თავდაჯერებულობისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობა.
აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ცოდნა შემოქმედებით გამოცდილებად ექციათ, ეთანამშრომლათ და საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოევლინათ.
დრო ძვირფასი რესურსია — მისი ფასი კი ბავშვობიდან უნდა ვისწავლოთ.
მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს მონდომებისა და შესანიშნავი შესრულებისთვის!

