გოდერძი ჩოხელი “გაზაფხულზე”
კლასი: მე-4
მასწავლებელი: მარიამ ბოლქვაძე, ლალი კიკნაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხი: გოდერძი ჩოხელის “გაზაფხულზე”
მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლექსის შეთხზვა
1. ბავშვებს ვთხოვეთ, დაეხუჭათ თვალები და წარმოედგინათ, რომ ტყეში იყვნენ (აქ არ იცოდნენ, რომ ეს ლექსი უნდა აგვეხსნა). დავუსვით კითხვები: რა ფერია გაზაფხული? როგორი კაბა აცვია? როგორი/რისი სურნელი აქვს? რას გააკეთებდა? რას იტყოდა?
წამოვიდა უამრავი საინტერესო იდეა (აქვე აღვნიშნავ, რომ ყველამ ვერ წარმოიდგინა, ეს ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული და ამიტომ არც დაგვიძალებია, თუმცა მოგვიანებით, დისკუსიაში ჩაერთნენ).
2. ვისაუბრეთ ავტორზე
3. წავიკითხეთ ლექსი ინტონაციით (როგორც ყოველთვის)
4. გავარჩიეთ სტროფი და სტრიქონი
5. მივაწოდეთ 1 სტროფი (განსხვავებული) ლექსი დაბოლოების გარეშე, დავყავით ჯგუფებად, მივეცით დრო და ამ ლექსის ბოლო ნაწილები გარითმეს, თუმცა შეეძლოთ, წინა ნაწილიც შეეცვალათ. ასევე მივეცით რჩევა, რომ გამოეყენებინათ ტექსტში ფერები, ხმები და ა.შ.
გიზიარებთ სასწაულ შედეგებს

