ცხოველთა მრავალფეროვნება
ჩვენს სკოლაში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა თინათინ გოჩელაშვილმა პროექტი შეაჯამა. პროექტი გრძელვადიანი იყო და მასში მონაწილეობას მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები იღებდნენ (დამრიგებლები: ხათუნა სვანიშვილი, ნინო ჯიბლაძე, ელისო ბაქრაძე და მარინა ანდრიაძე) პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე „ცხოველთა მრავალფეროვნება – უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები, წითელი წიგნი – მსოფლიოსა და საქართველოს წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები“
მოსწავლეებმა საკითხები გადაინაწილეს თავიანთი სურვილებისა და ინტერესის მიხედვით. მე-5ა/ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების მრავალფეროვნება, დაახასიათეს ისინი აგებულებისა და საბინადრო გარემოს მიხედვით. ასევე დაწვრილებით განიხილეს კვებითი ჯაჭვი. მე-6/ა/ბ კლასის მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს ის ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველები, რომლებიც შეყვანილნი არიან წითელ წიგნში. პროექტის განმავლობაში მუშაობა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა. ისინი ეძებდნენ ახალ ინფორმაციებს. ამუშავებდნენ ელექტრონულ რესურსებს (ვიკიპედია) ასევე ეცნობოდნენ ცხოველთა ენციკლოპედიებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ მონიტორინგს უწევდა ქალბატონი თინათინ გოჩელაშვილი. იგი აქტიურად ეცნობოდა მოძიებულ ინფორმაციებს და მოსწავლეებს ეხმარებოდა მათ სერიაციასა და კლასიფიკაციაში.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები და მშობლები. მოსწავლეები ამომწურავ პასუხებს სცემდნენ ყველა შეკითხვას, თუმცა ზოგ შემთხვევაში პასუხებს საინტერესოდ ავსებდა ქალბატონი თინა გოჩელაშვილი. შემაჯამებელმა ღონისძიებამ ძალიან საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. განსაკუთრებით კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს და ქალბატონ თინა გოჩელაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის!