სტუმრად ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების სახლ-მუზეუმში
მე-14 საჯარო სკოლის მე-9ა კლასის (დამრიგებელი თ.კოხრეიძე) მოსწავლეები და მათი მასწავლებლები 10 დეკემბერს დიდ ჯიხაიშში ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვებმა ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმი და დენდრო პარკი, მოისმინეს გიდის საინტერესო საუბარი ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების ღვაწლის შესახებ. ქართული ენის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლების: მარინა ანდრიაძის, თინათინ კოხრეიძის, ნატალია გურეშიძისა და ქეთევან ენდელაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის და გიორგი ნიკოლაძის, როგორც მათემატიკოსის, ქიმიკოსისა და მეტალურგის, ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი ეპიზოდები. ისაუბრეს დენდრო პარკის გაშენების ისტორიისა და იქ დაცული მცენარეების შესახებ. დღე მეტად ნაყოფიერი და მრავალმხრივ დატვირთული აღმოჩნდა.