თსუს კონფერენცია
ინგლისური ენის მასწავლებლებმა ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა მონაწილეობა მიიღეს მომხსენებლებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა XI საუნივერსიტეტო კონფერენციაში „უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს“ კონფერენციის თემა იყო ,,მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“. კონფერენცია ჩატარდა ელექტრონულ ფორმატში, აპლიკაცია “ZOOM”-ის საშუალებით და , როგორც წესი, იმუშავა სხვადასხვა სექციების სახით.ნინო კანდელაკის თემა არის:
” მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების დანერგვა და განვითარება. ინტეგრირებული გაკვეთილი მოხალისეობაზე”.
ლელა იმნაიშვილის თემა:”კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისათვის”. კონფერენციამ იმუშავა ჩვეული დატვირთვით , წარდგენილი იქნა 80 მოხსენება შემდგომი განხილვით და დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში. კოლეგებმა ერთმანეთის მუშაობის ძვირფასი გამოცდილება გაიზიარეს და დასახეს თანამშრომლობის მიზნები.
პროგრამა-მასწავლებელთა-XI-საუნივერსიტეტო-კონფერენცია
თსუს კონფერენცია