“ახალი წელი”
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 4ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლალი კიკნაძე) თემის “ახალი წელი” შეჯამება მოაწყვეს “Popoterie”. ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოში ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ნაძვის ხის სათამაშოები(ფიფქები, ზარი, სახლი და სხვა ),შემდეგ მოხატეს სურვილისამებრ. გამზადებული სათამაშოები წამოიღეს სახლში ნაძვის ხისათვის. საინტერესო, სახალისო, ფერადი, საახალწლო განწყობის ასამაღლებელი და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა.



