სიახლეები

სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლა ქუთაისში პირველი ავტორიზებული სკოლაა

2023 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც იხილებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისს N14 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხი.

სხდომა საქმიან ვითარებაში წარიმართა. ავტორიზაციის კომისიის თავმჯდომარემ საბჭოს წარუდგინა სასკოლო დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის დროს მოკვლეული მასალები. 4 მიმართუებით:

  1. სკოლის ფილოსოფია (ხედვა, მისია, ღირებულებები, სკოლის დაგეგმვა და განვითარება, 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა და ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა)
  2. სასკოლო კურიკულუმი (კურიკულუმის შემუშავება, კურიკულუმის განხორციელება, კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება, კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია)
  3. სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა (პერსონალის მართვა, პერსონალის განვითარება,  პროცესის მართვა, ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება, მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო რესურსები, ფინანსური რესურსები)
  4. მოსწავლეთა მხარდაჭერა (მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები)

კითხვა-პასუხის რეჟიმი ძალიან საინტერესოდ წარიმართა საბჭოს წევრები შეკითხვებს უსვამდნენ როგორც კომისიის წევრებს, ასევე სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნონა ჩუბინიძეს. მათმა ამომწურავმა პასუხებმა განაპირობა, რომ ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი სსიპ ქალაქ ქუთაისს N14 საჯარო სკოლისთვის 6 წლის ვადით მონიტორინგისა და დათქმის გარეშე ავრორიზაციის მინიჭების საკითხს.

ამას კი წინ კოლოსალური სამუშაო უძღოდა. სკოლამ მაისის თვეში სსიპ – განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს თვიშეფასების კითხვარი გაუგზავნა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი სკოლაში მიმდინარე პროცესები.  შემდეგ კი დაიწყო დამღლელი და საქმიანი მუშაობა. სკოლაში დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

  1. ნონა ჩუბინიძე
  2. ვალერიანე ვოლჩანსკი
  3. ნინო კანდელაკი
  4. ლალი ხუბლავა
  5. სოფიო ცნობილაძე
  6. ნატალია გურეშიძე
  7. ეკატერინე ჯანელიძე
  8. ლელა გაბისონია
  9. ლელა იმაიშვილი
  10. თინათინ კოხრეიძე
  11. აზა ჩუბინიძე
  12. ალექსანდრე კოსტავა
  13. მარიამ ბოლქვაძე
  14. აზა მარუაშვილი
  15. მაია გელაშვილი
  16. ნინო გახოკიძე
  17. ლანა კოვზირიძე

მათ სამუშაო დაინაწილეს და გაიშალა მუშაობა. გამოიკითხა სასკოლო საზოგადოება (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები) მათი გამოკითხვის საფუძველზე განისაზღვრა 7 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიმართულებები, სკოლის ხედვა, მისია და ღირებულებები. შეიქმნა 7 წლიანი სტრატეგიული და 2023-24 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, განისაზღვრა ამოცანები და პასუხისმგებელი პირები. სწორედ ამ დროში სკოლაში შეიქმნა 30-მდე მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელთა შექმნაში სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფის წევრების დიდი მუშაობა დევს. ყველა დოკუმენტი გაცნობილი იქნა სასკოლო საზოგადოებისათვის. კლასის დამრიგებლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მშობელთა შეხვედრას 200-მდე მშობელი დაესწრო. ავტორიზაციის ჯგუფმა მათ დეტალურად წარუდგინეს სკოლის მიერ განსაზღვრული მიმართულებები. მშობლებმა კმაყოფილება გამოთქვეს გამოკითხვის დროს მათ მიერ გაჟღებული საკითხების სასკოლო დოკუმენტაციაში ასახვის გამო.

უდიდესი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ სკოლის მოსწავლეთა მშობლების მიმართ, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში.

საბოლოოდ გვინდა ვთქვათ, რომ სკოლა არ ღალატობს ტრადიციებს. იგი კვლავ რჩება ქუთაისის სინამდვილეში ერთ- ერთ წარმატებულ სკოლად, რომელიც არ უშინდება სიახლეებს,  წარმატებით ძლევს გამოწვევებს  და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული.