ბუნების მრავალფეროვნებაზე დაკვირვების უნარების გამომუშავება
პროექტი განხორციელდა ქ. ქუთაისის N14 საჯარო სკოლის II/ა (ი.ღვიტიძე) II/ბ (თ. ბერაძე) კლასებში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე.
მიზანი გახლდათ, პატარების მიერ ბუნების მრავალფეროვნებაზე დაკვირვების უნარების გამომიშავება, აღქმა, შემოქმედებითი საქმიანობისთვის გამოსადეგი, საინტერესო ფორმებისა და დეტალების აღმოჩენა/დანახვა, პატარების არატრადიციულ მასალებთან გაცნო და შესაბამისად მათი მხატვრული კუთხით გამოყენება.
შედეგად პატარებმა შესძლეს წელიწადის ამ დროის მახასიათებელი ნიშნების, მშვენიერების დანახვა, საჭირო მასალების(დასვენების დღეებში,მშობლებთან ერთად ბუნებაში გასეირნებით) მოძიება საკუთარი იდეების განსახორციელებლად.