კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“
კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“
ქუთაისის #14 სკოლის 1ა კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში განახორციელეს კომპლექსური დავალება – გონიერი რობოტუნები „რობი და ბოტი“, რაც გულისხმობდა შემდეგს: რობი და ბოტი ჭკვიანი რობოტუნები არიან, ისინი ისე გახლავთ დაპროგრამებულნი, რომ როცა მასში ჩააგდებ რამოდენიმე ბურთს 1-დან ათამდე, იგი უკან გიბრუნებს 5 ცალ ბურთს, ხოლო ბოტი იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ მასში ერთიდან ათამდე რამდენი ბურთიც არ უნდა ჩააგდო, ყოველთვის დაგიბრუნებს 10 ცალ ბურთს. შენი დავალებაა: გაარკვიო, როგორ ანგარიშობს რობი და ბოტი დასამატებელი ან მოსაკლები ბურთების რაოდენობას თითოეული შემთხვევისთვის, შექმნა ჭკვიანი სათამაშო და აღწერო მისი მოქმედების წესები. პრეზენტაციისას წარმოაჩინე:
- რა ოპერაციებია საჭირო გამოანგარიშებისათვის და რაოდენობის დასადგენად (მ.წ.1);
- როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში? (მ.წ.2).
დავალება ემსახურებოდა შემდეგის დამკვიდრებას მოსწავლეთა აზროვნებაში:
- მ. წ.1. არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან;
- მ.წ.2. რიცხვების შეკრება-გამოკლების რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის; (მ.წ.1)
- შეკრება/გამოკლების სტრატეგიების შერჩევა და გაანალიზება, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.(მ.წ.2)
ამისთვის მათ შეისწავლეს შემდეგი საკითხები:
- გამოკლება;
- რამდენით მეტია?
- რამდენით ნაკლებია?
- 5-მდე შევსება;
- 10-მდე შევსება.
საკვანძო შეკითხვა გახლდათ: როგორ არის შესაძლებელი არითმეტიკული მოქმედებების ცოდნით მოდელზე მუშაობა? (სათამაშო რობოტის შექმნა)
პატარებმა აღნიშნულს კარგად გაართვეს თავი. 1 კვირის მანძილზე მუშაობდნენ, საბოლოოდ შექმნეს პროდუქტი, გაასიტყვეს – ერთმანეთს გაუზიარეს კეთების პროცესი და შეაფასეს როგორც საკუთარი, ისე სხვისი ნამუშევარი.