სიახლეებიღონისძიებები

უწყვეტი პროფესიული განვითარება

ჩვენი სკოლის მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროფესიული განვითარება. წარმოუდგენელია დღეს, თანამედროვე გარემოში მასწავლებელი, რომელიც მუდმოვად არ არის სიახლეების ავანგარდში. ამ მხრივ გამორჩეულია დაწყებითი კლასების მასწავლებელთა კათედრა. ისინი შესაძლებლობას არ ტოვებენ ეზიარონ სიახლეებს და პრაქტიკულად განახორციელონ გაკვეთილზე ყველა აქტივობა. 15, 16 და 17 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ქ. ქუთაისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: “წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე“. ტრენინგს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა კათედრა სრული შემადგენლობით ესწრებოდა. ისინი გაეცვნენ ემერჯენტულ წიგნიერებას, დაეუფლენ კითხვის ეფექტურ მეთოდებს, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები: დაამზადეს წიგნები, აფიშები, დიორამები. ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩდა, რაშიც დიდი წვლილი ტრენერს ნანა კაცაძეს მიუძღვის!

სკოლა ულევ წარმატებას უსურვებს ჩვენი სკოლის გამორჩეულ მასწავლებლებს!