ყველაზე პატარა მხარდამჭერები
დაწყებითების კათედრა განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს სკოლაში. 21 მარტს ისინი შეუერთდნენ აქციას „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. აქციის ფარგლებში დამრიგებლებმა მაია ონიანმა, ხათუნა გვიშიანმა და ნანული გაგოშიძემ ჩაატარეს საუბრები თავიანთ პატარებთან დაუნის სინდრომის შესახებ. მთელ აქციას ლაიტმოტივად გასდევდა სლოგანი რომ ყველანი ერთნაირები ვართ. ბავშვებმა ბევრი რამ გაიგეს ამ დაავადების შესახებ. ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სკოლა დიდ მადლობას უხდის დაწყვებითი კლასების მასწავლებელთა კათედრას აქტიურობისათვის და იმ ძალისხმევისათვის, რითაც ისინი ცდილობენ აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში თავიანთი უზარმაზარი წვლილის შეტანას.