“საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო”
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით 10 მაისს გელათის სასულიერო აკადემიაში ჩატარდა რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე: “საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო”. მასზე მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის მე–11/ბ კლასის მოსწავლემ ლუიზა კაცაძემ (ხელმძღვანელი ქეთევან ენდელაძე).
წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ საუკეთესო თემის წარმოდგენისათვის ლუიზა კაცაძეს და მის ხელმძღვანელ ქეთევან ენდელაძეს გადაეცათ დიპლომები.