საშობაო ამბავი ინგლისურ კლუბში
ამჯერად ინგლისური კლუბის წევრებმა გააცოცხლეს საახლწლო და საშობაო თემატიკის სცენარი. მათ დადგეს სცენები, რომლებიც მოგვითხრობს ნაძვის ხის ვარსკვლავის ძებნის ისტორიას, სიკეთის საჩუქრების დარიგების და ელფების დახმარების ამბავს. ასევე წარადგინეს პოეტურ – მუსიკალური ბარათი საშობაო თემატიკაზე. კლუბის წევრებმა წარუდგინეს ერთმანეთს ინგლისურ კლუბში წარმოებული რვეულები, რომლებიც ხატოვნად გააფორმეს სურვილისამებრ.

