დირექტორის შეხვედრები მშობლებთან
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა -ში ბოლო ორი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს სკოლის დირექტორის შეხვედრები მშობლებთან, სადაც მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი სკოლაში სასკოლო ფორმის ისევ შემოღებასთან დაკავშირებით. სკოლა როგორც ყოველთვის, ახლაც ითვალისწინებს მშობელთა მოთხოვნას და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. დღეს კიდევ ერთი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა სკოლის მშობლებთან, სადაც წარმოდგენილი იქნა ქსოვილებისა და ფერების ნიმუშები. მშობლები აქტიურად განიხილავდნენ ყველა დეტალს. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე გოგონებს შევთავაზოთ მაისურები და თბილი ბაიკის მოსაცმელები სკოლის ლოგოთი ასევე ნაკეცებიანი ქვედა ბოლოები. ვაჟებს კი მხოლოდ მაისურები და მოსაცმელები. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს კი მხოლოდ მაისურები და მოსაცმელები სკოლის ლოგოთი. რაც შეეხება ფერებს, მშობლების არჩევანი ორ ფერზე შეჩერდა. ღია ფერი (ფერფლისფერი) ან ნათელი ლურჯი. ხვალ და ზეგ შეხვედრა გაიმართება მოსწავლეებთან, სადაც საბოლოოდ გადაწყდება ფერი და მოდელი.
ძვირფასო დაინტერესებულო მშობლებო! თუ დღეს ვერ მიახერხეთ სკოლაში მოსვლა, თქვენ საშუალება გაქვთ, ამ კვირის დარჩენილ დღეებში ნებისმიერ დროს მობრძანდეთ და თქვენი არჩევანი დააფიქსიროთ. საბოლოო შერჩეულ ფერს, ესკიზს და ყველა წვრილმანს სკოლა გაგაცნობთ თანდათან.
ჩვენ ვირჩევთ წესრიგს