“ერთად ავღნიშნოთ აღდგომა“ (Celebrating Easter together)
ს.ს.ი.პ N14 საჯარო სკოლის 2 /ბ კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში განხორციელდა საერთაშორისო/ინტეგრირებული პროექტი სახელწოდებით –
“ერთად ავღნიშნოთ აღდგომა“ (Celebrating Easter together)
სასკოლო განათლების ევროპული პლატფორმის – Etwinning-ის გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი – ს. ფერაძე
პროექტის მიზანი გახლდათ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაცვლა/გაცნობა ევროპის სხვა კუთხის, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან,
ასევე პროექტი ითვალისწინებდა სააღდგომო ნაკეთობების, მისალოცი ბარათების დამზადებასა და ერთმანეთში გაცვლას.
პროექტში ვმონაწილეობდით – ქუთაისის მე-14 საჯარო და ჰალკიდიკის (საბერძნეთი) მე-7 დაწყებითი სკოლის მასწავლებლების მე – 2 კლასის მოსწავლეები (7 – 9 წელი)
ინტეგრირებული საგნები: ხელოვნება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უცხო ენა.)
შედეგად: მშობლებთა ჩართულობით ბავშვებმა გადაიღეს მოკლე ვიდეო რგოლები, სადაც ისაუბრეს და უცხოელ თანატოლებს გააცვნეს ჩვენში, ბზობის და აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობა და ტრადიციები, გამორჩეული სადღესასწაულო კერძების რეცეპტები. ასევე კლასში, გაკვეთილებზე მათთვის დაამზადეს სააღდგომო ბარათები მისალოცი სიტყვებით, რაც აიტვირთა და გაზიარდა – https://padlet.com/eleni160478/celebrating-easter-together-v61v81eby983q6iz – ზე.
პროექტი განხორციელდა ძალიან საინტერესოდ და პატარებისათვის სახალისოდ. ორმა, უკვე დამეგობრებულმა სკოლამ საგანმანათლებლო პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთს მივულოცეთ დღესასწაული და გადავაგზავნეთ ფოსტით ამანათები მისალოცი ბარათებით.