“ზღაპრული სამყარო მუსიკაში“
სკოლის Vა, Vბ, Vგ კლასებში (დამრიგებლები:ნინო სტურუა, ელისო ბაქრაძე, ნინო კლანდელაკი) მუსიკის მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ განახორციელა სასწავლო პროექტი “ზღაპრული სამყარო მუსიკაში“, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებიდან გამომდინარე. მათ შეისწავლეს როგორ იყენებდნენე კომპოზიტორები თავიანთ შემოქმედებაში ზღაპრებს და ქმნიდნენ სხვა და სხვა ჟანრის ნაწარმოებებს: ბალეტებს, ოპერებს, სიმფონიურ ზღაპრებს, ინსტრუმენტულ მუსიკას. კლასმა თავად აირჩია, რომელი ზღაპრის მაკეტი გაეკეთებინათ. Vა კლასი-„გუთნის დედა“, Vბ კლასი – „გედების ტბა“, Vგ კლასი – „მუჭანახევარა“.დავალების შესრულებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში პრაქტიკული, შემოქმედებითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა შეძლეს მუსიკალური ელემენტების გამოყენება იდეის განვითარების გადმოსაცემად, აგრეთვე მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა თავიანთ ნამუშევრებში.