მოსწავლეთა სკოლათშორისო კონფერენცია თემაზე: “ერთობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის”
2023 წლის 16 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის ინიციატივით ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ავტოქარხნის თემში შემავალი სკოლის მოსწავლეებისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა ჩაერთი ავტოქარხნის თემის სკოლებმა: სსიპ ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ ქუთაისის N34 საჯარო სკოლა , სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლა, აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი, ანალიტიკური და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა,უცხოურ (ინგლისური, რუსული) ენაზე მოსწავლეთა საპრეზენტაციო უნარების განვითარება , სკოლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება,თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლების ხელის შეწყობა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთობის განცდის განვითარება.ავტოქარხნის თემში შემავალი მოსწავლეების დაახლოების და სკოლების სოციო-კულტურულ ცენტრად ფორმირების ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა სკოლების შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენი სკოლის უცხო ენების საგნობრივი ჯგუფი გამოვიდა ინიციატივით განხორციელდეს მასშტაბური პროექტი, რომელშიც ჩაერთვება ავტოქარხნის თემის სკოლების სამიზნე ჯგუფები. პროექტის საპილოტე სახელწოდება არის “PEACE CORNER”(მშვიდობის კუთხე) და მიზნად ისახავს მშვიდობის და ერთობის ეგიდით დასახოს და განახორციელოს ერთობლივი ღონისძიებები მოზარდებში მშვიდობიანი თანაცხოვრების ცნობიერების ასამაღლებლად.
ღონისძიების გასაჯაროების და ინფორმირებულობის მიზნით მოწვეული იყო ადგილობრივი ტელევიზია, რომელმაც ინტერვიუები ჩამაოართვა როგორც ღონისძიების ორგანიზატორებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს. სტუმრებისათვის მოეწყო სამხარი, რომელიც უზრუნველყო სკოლის პედკოლექტივმა.