სიახლეებიღონისძიებები

სიყვარული

ერთი ლამაზი დღე სსიპ ქალაქ ქუთაისის №14 საჯარო სკოლაში, რომელიც მიეძღვნა სიყვარულს, აღინიშნა პოეტურად, ლექსით, ცნობილ ადამიანთა სასიყვარულო პირადი წერილებით, გულწრფელი მილოცვებით, უამრავი ფერადი ბარათითა და რომანტიკული განწყობით. „ სიყვარულო ძალსა შენსა“ გახლდათ დღევანდელი დღის სლოგანი, რომელმაც უზარმაზარი ემოცია დაიტია , ხოლო ამ მშვენიერების შემოქმედი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა სვანიშვილი. სკოლის ფოიეში თავისუფალი მიკროფონი თავისკენ იწვევდა ყველას, მოსწავლეს თუ მასწავლებელს, ვისაც სურვილი ჰქონდა სიხარულითა და სითბოთი აღევსო მსმენელთა გული და გონება და კიდევ ერთხელ გაეზიარებინა თავისი გრძნობები მათთვის, ვისაც სასიყვარულოდ უძგერს გული, ვისაც ჰყვარებია თუ მომავალში შეუყვარდება. დღევანდელი დღის განსაკუთრებულობას თავისი ხიბლი შესძინა ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ფერაძემ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების აქტიურობამ.