ვაგრძელებთ ანბანეთში მოგზაურობას
1ა კლასში ვაგრძელებთ ანბანეთში მოგზაურობას. პატარებმა ბგერებს “ა” და “ი” უმასპინძლეს. ასოების გაცნობის შემდეგ ჩატარდა სახალისო აქტივობა. მათ გამოძერწეს პირველი წინადადება. ძერწვის პროცესი იყო საინტერესო: პატარები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ზოგი ღიღინებდა, ზოგი ჩუმად აკეთებდა… სრულიად მოულოდნელად, მათი ინიციატივით გამოძერწილი ასოები გააფორმეს თავიანთი შეხედულებით. რამდენიმემ ყვავილი მიუსვა, რამდენიმემ ფონი შეუქმნა და “აი ია” მიაწერა, ერთერთმა მათგანმა კი 3D ფორმატში წარმოგვიდგინა. ისინი ფერებს საოცრად უხამებდნენ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ ისინი ხალისით შევიდნენ ანბანეთის სამეფოში, ამ აქტივობით გაეწაფათ წვრილი მოტორიკაც. ჩემს პატარებს (და არამარტო) ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებას ამ საოცარი მოგზაურობისას. წინ კი უფრო საინტერესო ამბები გველოდება…