პროექტი „ჩემთვის მისაბაძი ადამიანი“
მე-8ა და მე-8 ბ კლასებშის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მარინა ანდრიაძე) შეისწავლეს ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „დადიანის ასული მათხოვარი“. საგაკვეთილო მასალაზე მუშაობისას დაიბადა იდეა მომზადებულიყო პროექტი „ჩემთვის მისაბაძი ადამიანი“ მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუდგნენ საქმეს. მუშაობის პროცესში უამრავი ისეთი ადამიანის ისტორია მოიძიეს, რომელთა ცხოვრების მაგალითები მისაბაძი და დასაფასებელია. ძნელი იყო ამ ადამოანებს შორის ისეთების შერჩევა, რომელთა ცხოვრების გზასაც სამსჯავროზე გამოიტანდნენ. მასწავლებელი დროდარო ერთვებოდა პროექტის მიმდინარეობაში და სწორ აქცენტებს უსვამდა მოსწავლეთა ნამუშევრებს. საბოლოოდ მშვენიერი პროექტი გამოვიდა. იყო ბევრი ემოცია, გავეცანით და ვნახეთ 21 წლის ახალგაზრდის ოთო გურგენაშვილის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ისტორია, ერთმანეთს ენაცვლებოდა მარო მაყაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ვაჟა-ფშაველას, პაატა ბურჭულაძისა და სხვათა ისტორიები. ეს იყო ადამიანური გამძლეობის, სიმტკიცისა და ძლიერების ზეიმი. განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ხელფეხის გარეშე დაბადებული ადამიანის ნიკ ვყიჩიჩის ცხოვრების გზამ. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ თავიანთი ნამუშევარი და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული პრეზენტაციები. ისინი ადამიანობის მაგალითებს ეზიარნენ. პროექტის პრეზენტაციას ლაიტმოტივად გასდევდა ფრაზა „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ და მათ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა მათგანი უფალმა შექმნა „სახედ და ხატად თვისა“. პროექტის ფარგლებში მომზადდა კედლის გაზეთები, რომლებიც გამოიფინა სკოლის მეორე სართულზე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ მარინა ანდრიაძეს საინტერესო პროექტის ხელმძღაველობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ სკოლაში მომავალშიც მრავლად იქნება მსგავსი ტიპის აქტივობები.