“წყალი, როგორც გარემო”
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 2ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე “წყალი, როგორც გარემო”. საკითხი გახლდათ “წყლის თვისებები”. ამ საკითხზე მათ მასწავლებლის (მარიამ ბოლქვაძე) დახმარებით ჩაატარეს ცდა: აიღეს სამი ჭიქა. ამ ჭიქებში ჩაასხეს წყალი, დაყნოსეს, შემდეგ ერთში ჩაამატეს ლიმნის წვენი, ხოლო მეორეში – ძმარი. მომდევნო ეტაპზე თითოეული ჭიქა კვლავ დაყნოსეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ წყალი არის უსუნო ნივთიერება.