სივრცული გეომეტრიული ფიგურები
საგანი: მათემატიკა
საკითხი: სივრცული გეომეტრიული ფიგურები
მიზანი: სივრცული გეომეტრიული ფიგურების გახსენება და ამოცნობა რეალურ ცხოვრებაში
1. ბავშვებს მაგიდაზე დავუწყვეთ სივრცული გეომეტრიული ფიგურები, დაკვირვების შემდეგ, თითოეულ მათგანს გადავეცით ხელში თითო ფიგურა (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) და დაასახელეს, რა ფიგურა იყო, რამდენი წახნაგი, წიბო და წვერი ჰქონდა; 2. რეალურ ცხოვრებასთან კავშირი – ეკრანზე ვაჩვენეთ საგნები, რომლებსაც ჰქონდა სივრცული გეომეტრიული ფიგურების ფორმები. მაგ: კამათელი – კუბი, ასანთის ყუთი – მართკუთხა პარალელეპიპედი, ფორთოხალი – სფერო, ცილინდრი – ენერგეტიკული სასმლის შეფუთვა, კონუსი – ჩამოსასხმელი ნაყინის ვაფლიანი ძირი; 3. პრაქტიკაში ტრანსფერი – კბილის ჩხირებითა და საძერწი მიწით ააწყვეს ჯერ კუბი, ხოლო შემდეგ – პირამიდა.

