გაკვეთილებისიახლეებისკოლა

ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4ა კლასში

2015 წლის 18 თებერვალს სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მე-2ა კლასში (კლასის ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში. გაკვეთილის თემა იყო,,ფუტკარი და მტრედი“ (იგავ-არაკი) და ფრინველები და მწერები. გაკვეთილი დაიწყო ფრანგული ზღაპრის ,,ჩიტბატონას“ გამოკითხვით. მეორეკლასელებმა გაიხსენეს რა ნაწარმოებები ისწავლეს მწერებზე, გაიხსენეს მწერების თვისებები. ნახეს PowerPoint-ში გამზადებულ სლაიდები, სადაც მტრედის სურათზე დაკვირვება მოახდინეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს ესაუბრა ფრინველების შესახებ. მოსწავლეებმა თავადაც გაიხსენეს სათანადო ინფორმაცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილებინა ფუტკარზე, გახსენა როგორი იყო კლიპში ფუტკარი(ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი…). ესაუბრა მწერებსა და ფრინველებს შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე. მსწავლებელმა დაფაზე გააკეთა ,,ვენის დიაგრამა“ და შეავსო ბავშვების პასუხებით. აქვე მოსწავლეებს აჩვენა powtoon-ში მის მიერვე შექმნილი რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE და https://www.youtube.com/watch?v=d5WAnIz5UCA&feature=share ბავშვებს აქვე გააკეთებინა PowerPoint -ში გამზადებული ტესტებიც. მასწავლებელმა ახსნა იგავ-არაკი და ახალი სიტყვა-გამოთქმების გამოყენებით შედგა წინადადებები, შემდეგ კი ბავშვებმა ივარჯიშეს კითხვაში (გაგრძელებით კითხვა, გუნდური კითხვა). გაიხსენეს საგნის აღმნიშვნელ სიტყვები და შეუსაბამეს მათ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვები და პირიქით.
აქ მასწავლებელმა მოსწავლეებს ბუკებში გადაუგზავნა წინასწარ გამზადებული სავარჯიშო. ტექსტში უნდა ეპოვნათ მოქმედების აღნიშვნელი სიტყვები, მოენიშნათ და წითლად გააფერადებინათ. აქვე მოხდა ანდაზების გააზრება. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. დამსწრე კოლეგებმა აღნიშნეს, რომ თემა ამომწურავად იყო მიწოდებული. ხაზი გაესვა იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილის ახსნა მოსწავლეებს მოტივაციას უზრდის და მათთვის მასალას უფრო დასამახსოვრებელს ხდის.