„ნატურალური რიცხვები და მათზე მოქმედებები“
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლა დიდი ხანია ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს და მუშაობა თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით წარმართოს. ამის დასტურია ის კომპლექსური დავალებები და სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც როგორც ინსტრუმენტი აქტიურად ინერგება სკოლაში. 22 ნოემბერს მეხუთე კლასელებმა, მასწავლებლის ნონა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები მათემატიკაში თემაზე „ნატურალური რიცხვები და მათზე მოქმედებები“. დამუშავდა ცნება „რიცხვები და თანრიგები, მოქმედებები რიცხვებზე“.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა და მათმა წარმოდგენამ ნათელი გახადა, რომ, მართალია სხვადასხვა დონეზე, მაგრამ თითოეულ მოსწავლეს დამუშავებული აქვს აღნიშნულ ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები.
მოსწავლეები კმაყოფილები ჩანდნენ თავიანთი ნამუშევრებით. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ახალი ცნებების დასამუშავებლად.