კონკურსი – “დაიორამა”
გაცნობებთ კონკურსი – “დაიორამა” ს შედეგებს :
პირველი და მეორე ადგილი — ჩვენი სკოლის გამარჯვება!!!




დღეს ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებული და საამაყო დღეა 
სიხარულითა და დიდი ემოციით ვულოცავ ჩვენ სკოლას, მოსწავლეებს, მშობლებსა და თითოეულ ადამიანს ამ დიდ წარმატებას — კონკურსში მოპოვებულ პირველ და მეორე ადგილებს.
ეს გამარჯვება მხოლოდ პრიზი არ არის…
ეს არის ბავშვების დაუღალავი შრომის, ნიჭის, ოცნების, შემოქმედებითი ფიქრისა და იმ სიყვარულის შედეგი, რომელსაც ისინი თითოეულ ნამუშევარში დებდნენ.
როგორც ხელოვნების მასწავლებლისთვის ყველაზე ამაღელვებელია იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები, როგორ სწავლობენ იდეების შექმნას, ერთმანეთის მხარდაჭერას, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას და როგორ გარდაქმნიან წარმოსახვას რეალურ სივრცედ.
ვამაყობ თითოეული მოსწავლით, რომელმაც ამ გამარჯვებაში თავისი გული, შრომა და ემოცია ჩადო.
ვამაყობ ჩვენი სკოლით, რომელიც ბავშვებს აძლევს თავისუფლებას იფიქრონ, შექმნან და საკუთარი თავი თამამად გამოხატონ.
განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილეს, ინიციატორსა და მხარდამჭერს, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას.
ეს გამარჯვება ყველასია — ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: სოფიკო ფერაძე.

