ჩემი ილუსტრირებული ანბანი
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 1ბ კლასმა დაასრულა პროექტი ‘‘ჩემი ილუსტრირებული ანბანი’’, რომელზეც 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ბავშვებმა ანბანის შესწავლასთან ერთად ეტაპობრივად შექმნეს საკუთარი ხელით გაკეთებული ანბანი, სადაც მთელი სული და გული ჩააქსოვეს. ანბანის შექმნის პროცესი იყო ძალზედ შემოქმედებითი, სახალისო და საინტერესო. პროექტის საშუალებით მათ გაიაზრეს შემდეგი: 1. წარმოთქმული სიტყვა შედგება ბგერისგან; სიტყვის ჩასაწერად ვიყენებთ ასოებს; ბგერა გვესმის ასოს ვწერთ. 2. ასოები ქართულის საწერ ბადეზე სხვადასხვანაირად განლაგდებიან. 3. წერის დროს უნდა დაიცვან შუალედი, როგორც ასოებს, ისე სიტყვებს შორის; წინადადების ბოლოს დასვან წერტილი.