„მუსიკა და მხატვრობა“
VIა კლაში, (დამრიგებელი თამარ გაბისონია) VIბ კლასში (დამრიგებელი ლელა გაბისონია), VIგ კლასში (დამრიგებელი ვალერიანე ვოლჩანსკი) მუსიკის მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ მოსწავლეებთან ერთად განვახორციელეთ შემოქმედებითი უნარებიდან გამომდინარე საგაკვეთილო აქტივობა „მუსიკა და მხატვრობა“. გაკვეთილის თემა: რეალობა და ჩვენი წარმოდგენები მუსიკაში. მოსწავლეებმა მოისმინეს მუსორგსკის ნაწარმოებები „სურათები გამოფენიდან“, თავად აირჩიეს ნაწარმოებები „გამოუჩეკავი წიწილები“, „ქოხი ქათმის ფეხებზე“, „კუდიანი დედაბერი“, „ჯუჯები“ და დახატეს პერსონაჟები თავიანთი წარმოსახვით. მოსწავლეებმა შეძლეს ბგერის, ხმის, ხმაურის, მღერისა და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა თავიანთ ნამუშევრებში.