წყალი, როგორც გარემო
თემა: წყალი, როგორც გარემო
საკითხი: წყლის თვისებები
კლასი: 2ა
მასწავლებელი/დამრიგებელი მარიამ ბოლქვაძე
სსიპ ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 2ა კლასში დიდი ჟრიამულია. პატარა მერცხლები მეთოდის “სწავლა კეთებით” გამოყენებით ამტკიცებენ, რომ წყალი არის უფერო და მისგან მრავალი სახალისო რამ შეიძლება გავაკეთოთ. მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: წყალი დაასხეს ჭურჭელზე, შემდეგ მასში ჩაამატეს ჭურჭლის სარეცხი საშუალება – შეეცვალა ფერი. ცალკე პლასტმასის ბოთლს მოაჭრეს ძირი, წამოაცვეს წინდა და სხვადასხვა საღებავით შეღებეს. წყალი და ჟელე ერთმანეთში კარგად აურიეს და ბოთლი საღებავიანი წინდით შიგ დაასველეს. მერე ამოიღეს, ჩაჰბერეს. შედეგად კი ეს მიიღეს. გიზიარებთ მათ ემოციებსა და ნამუშევრებს.