“წყალი, როგორც გარემო”
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის 2ბ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე “წყალი, როგორც გარემო”. საკითხი გახლდათ “წყლის თვისებები”. ამ საკითხზე მათ მასწავლებლის (ლალი კიკნაძე) დახმარებით ჩაატარეს ცდა: აიღეს 2 ჭიქა. ამ ჭიქებში ჩაასხეს წყალი, დააკვირდნენ და თქვეს, რომ ფერი არ ჰქონდა, შემდეგ ერთ ჭიქაში ჩაამატეს საღებავი. მომდევნო ეტაპზე თითოეულ ჭიქას კვლავ დააკვირდნენ და გამოიტანეს დასკვნა, რომ წყალი არის უფერო ნივთიერება.